ბოლო 12 წელიწადში, ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა – მარიამ ქვრივიშვილი

ბოლო 12 წელიწადში, ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში ბოლო 12 წელიწადში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილური განვითარება, რაც თავისთავად დიდი მიღწევაა და ამავე დროს, არსებულმა სტაბილურობამ მცირე და საშუალო ბიზნესს მისცა განვითარების, ზრდის, ახალი ინდუსტრიების და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა.

ქვრივიშვილმა ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, თემატური პანელზე სახელწოდებით – „ხიდების აგება ტურიზმის მეშვეობით“ ისაუბრა. მან მშვიდობის ჩამოყალიბების პროცესში ტურიზმის როლთან დაკავშირებით კითხვას გასცა პასუხი.

„საქართველოში თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით თავისუფლების და მშვიდობის ფასი – შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოსული თითოეული სტუმარი თავს ისე გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში.

„ჩვენ გვესმის, რომ ყველაფერი იწყება მშვიდობითა და სტაბილურობით, დანარჩენი ყველაფერი სწორედ ამას ეფუძნება. თუმცა, რა თქმა უნდა, მოქალაქეები უნდა იყვნენ თავისუფლები. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. ჩვენმა პატივცემულმა სტუმრებმა დაინახეს, თუ როგორ არის სტრუქტურირებული ჩვენი ძირძველი ქალაქი. თქვენ ხედავთ, რომ ქრისტიანული ეკლესიის გვერდზე დგას სინაგოგა და იქვე მეჩეთია. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი სურათი იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველო წლების განმავლობაში. ჩვენ ვაერთიანებთ სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის ადამიანებს, შესაბამისად, საქართველო არის სწორედ ასეთი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის“, – თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…